ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მეცნიერმა კლეიტონ კრისტენსენმა ორი სახის ტექნოლოგია აღმოაჩინა, რომელთაც ბიზნესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ: პირველი “მდგრადი ტექნოლოგიებია”, ან ტექნოლოგიაში ისეთი სახის წინსვლა, რომელიც კომპანიას პროდუქტის წარმოების თანამიმდევრულ განვითარებაში უწყობს ხელს, და მეორე - “დამანგრეველი ტექნოლოგიები”, ანუ ტექნოლოგიაში რადიკალური წინსვლა, რომელიც ინდუსტრიას ანგრევს და კომპანიებს აიძულებს, თავისი მთლიანი არსებობა შეცვალონ.
კრისტენსენმა მოგვიანებით ტერმინი “დამანგრეველი ტექნოლოგია” “დამანგრეველი ინოვაციით” შეცვალა იმ ფაქტის უკეთ ასახვისთვის, რომ თავად ტექნოლოგია ნაკლებად დამანგრეველია, ვიდრე ის, თუ როგორ იყენებენ მას.
მსგავსი პროდუქტი, რომელმაც თამაშის წესები ტექნოლოგიის ახალი მიზნებისთვის ადაპტაციით შეცვალა, ტაიმერი GlowCap-ია მოსახრახნი მოწყობილობა, რომლის მედიკამენტების კონტეინერთან მიერთება შეიძლება, მანათობელ შუქსა და აუდიოსიგნალს გამოსცემს და შეგახსენებთ, როდის უნდა მიიღოთ წამალი. უკაბელო ინტერნეტის საშუალებით მისი მიერთება მომხმარებლის მობილურ ტელეფონთანაც შეიძლება და მოწყობილობა სიგნალის გამოტოვების შემთხვევაში მოკლეტექსტურ შეტყობინებას ან იმეილს გზავნის. როგორც თამაშის წესების სხვა შემცვლელები, ეს მოწყობილობაც პრობლემის მოგვარებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ეფექტიანად დასაკმაყოფილებლად ლატერალური (არასტანდარტული) აზროვნების წყალობით შეიქმნა.
დამანგრეველი ინოვაცია პროდუქტებს ჯერ კიდევ მანამდე ქმნის, სანამ მომხმარებელი მიხვდება, რომ მსგავსი მოთხოვნილება არსებობს, ამით ახალ, აუთვისებელ ბაზრებს მიაგნებს და პირველაღმომჩენის უპირატესობებს მოიპოვებს, რომელთა შორის არცთუ ნაკლებმნიშვნელოვანია ბაზრის ახალ სეგმენტთან ბრენდის ასოციაცია. მაგალითად, გერმანულმა კომპანია შიემენს-მა 1880 წელს ელექტროენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ლიფტი შექმნა, ხოლო 1881 წელს მსოფლიოში პირველი ქუჩის განათების ნათურისთვის (გოდელმინგი, ინგლისი) ენერგიის მიწოდება შეძლო. თამაშის სხვა, შედარებით ახალმა შემცვლელმა პროდუქტებმა განათებაში, ენერგიაში, ტრანსპორტირებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში Siemens-ის სახელის ხარისხთან და ინოვაციასთან დაკავშირება უზრუნველყვეს.
კომპანიის დამაარსებლის, ვერნერ ფონ სიმენსის მსგავსი ლიდერები - ხედვისა და თამაშის წესების შემცვლელი სტრატეგიების დანერგვისთვის საჭირო გამბედაობის მქონე ადამიანები - საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან. ტრადიციებისგან მოწყვეტას, ინდივიდების, ორგანიზაციებისა და ზოგჯერ მთლიანი ინდუსტრიების სტატუს-კვოსგან მოშორებას დიდი სიმამაცე, ქარიზმა და რწმენა სჭირდება. წარმატებას ზარ-ზეიმით ხვდებიან, ხოლო მარცხს დაცინვითა და აბუჩად ადგებით. თამაშის წესების შესაძლო შემცვლელებისთვის სახელსა და შერცხვენას შორის ხაზი ხშირად წვრილია.
დიდი წიგნი ბიზნესზე