- პროექტის წამოწყება: ეს ფაზა გულისხმობს პროექტის ბიზნეს საჭიროებების გენერირებას, შეფასებასა და ფორმირებას, ასევე პროექტის განხორციელების მიდგომების შემუშავებასა და პროექტის დეტალური გეგმის შედგენისთვის მომზადებას. ამ ფაზის რეზულტატები მოიცავს პროექტის შემდეგ ფაზაზე გადასვლის დამტკიცებას, პროექტის საჭიროებათა დასაბუთებას, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიახლოებითი დროისა და აუცილებელი რესურსების განსაზღვრას (მოცემული საკითხები, როგორც წესი, ერთიანდება პროექტის წესდების დოკუმენტში), ასევე იმ ადამიანთა საწყისი სიის შედგენა, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ პროექტით, ჩართული იყვნენ პროექტში ან/და რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტმა.
- პროექტის ორგანიზება და შესრულებისთვის მზადება. ეს ფაზა გულისხმობს დეტალური გეგმის შემუშავებას, სადაც დაზუსტებულია პროექტის სასურველი შედეგები; შესასრულებელი სამუშაო; დრო, ხარჯები და სხვა საჭირო რესურსი; ასევე პროექტის შესაძლო რისკების მართვის გეგმას. ამ ფაზის რეზულტატები მოიცავს პროექტის გეგმის დოკუმენტს, რომელშიც ასახულია პროექტის შედეგები და მათ მისაღწევად საჭირო დრო, რესურსები და მოქმედებები.
- სამუშაოს შესრულება: ეს ფაზა გულისხმობს პროექტის გუნდისა და პროექტის მხარდამჭერი სისტემების შექმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროექტის გეგმის დოკუმენტში მოცემული სამუშაოს შესრულება, ასევე შესრულების პროცესის მონიტორინგსა და კონტროლს პროექტის შედეგების პროექტის გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ ფაზის რეზულტატებია: პროექტის კონკრეტული შედეგები, პროექტის პროგრესის რეპორტები და სხვა სახის კომუნიკაციები.
- პროექტის დასრულება: ეს ფაზა გულისხმობს პროექტის მიერ შექმნილი შედეგების შეფასებას, დამკვეთის დასტურების მოპოვებას, პროექტის გუნდის წევრთა სხვა დავალებებზე „დაფრთიანებას“, ფინანსური ანგარიშების დახურვასა და პროექტის საბოლოო შეფასებას. ამ ფაზის გავლის შედეგად მიიღება პროექტის საბოლოო და დადასტურებული შედეგები, ასევე ჩნდება რეკომენდაციები და მოსაზრებები დასრულებული პროექტის განხორციელებისას მიღებული გამოცდილებიდან, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მსგავს შემთხვევებში მომავალში.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი