ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოს შესრულება. პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო მოიცავს შემდეგი დავალებების განხორციელებას:
- სამუშაოების შესრულება: გეგმის მიხედვით დადგენილი სამუშაოს შესრულება.
- ხარისხის უზრუნველყოფა: მუდმივად აკონტროლეთ, რომ შესრულებული სამუშაოსა და შედეგების ხარისხი შეესაბამებოდეს პროექტის მოთხოვნებს, არსებულ სტანდარტებსა და პროცედურებს.
- გუნდის მართვა: დავალების განაწილება, შედეგების კონტროლი და პრობლემების გადაჭრა.
- გუნდის განვითარება: გუნდის წევრთა საჭირო ტრენინგებითა და სწავლებებით უზრუნველყოფა მათი უნარების გაუმჯობესებისთვის.
- ინფორმაციის მიწოდება: პროექტით დაინტერესებული პირების ინ- ფორმაციით უზრუნველყოფა.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი