თქვენი კომპანიის საინფორმაციო ბიულეტენს უნდა უგზავნიდეთ ყველას, ვისთანაც გსურთ, გქონდეთ რეგულარული ურთიერთობა. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ:
- ამჟამინდელი მომხმარებლები
- ყოფილი მომხმარებლები
- ამჟამინდელი პოტენციური მომხმარებლები
- ყოფილი პოტენციური მომხმარებლები თანამშრომლები
- პარტნიორები
- კოლეგები
- კონსულტანტები, პროფესიონალი სპეციალისტები და თქვენი ინდუსტრიის სხვა გამოჩენილი წევრები
- რეფერალური წყაროები (გავლენიანი ადამიანები, რომელთაც შეხება აქვთ თქვენს ბიზნესთან)
- სავაჭრო პუბლიკაციების რედაქტორები, ბიზნესმიმომხილველები და პრესის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი საინფორმაციო ბიულეტენის მასალების გამოყენება თავიანთ წერილებში.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი