თითქმის ყოველთვის, პრინტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰედლაინია (სათაური). ჰედლაინს, მკითხველის ყურადღების მისაპყრობად, არა უმეტეს ნახევარი წამისა ეძლევა. ის ხშირად რეკლამის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც, როგორც წესი, რეკლამის თავშია განთავსებული და პირველი ზოგჯერ კი ერთადერთიცაა, რასაც მკითხველი ხედავს. გამოკვლევის თანახმად, მთავარი ტექსტის 90% წაუკითხავი რჩება, რაც იმის აუცილებლობას იწვევს, რომ კარგი სათაური გვქონდეს. თუ სათაური არის ჭკვიანურად მოფიქრებული, ინფორმაციული და მიმზიდველი, იგი უეჭველად მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას. თუ სათაური გრძელი და მოსაბეზრებელია (ან თუ საერთოდ არ არსებობს), მკითხველი თქვენს რეკლამას ისე გამოტოვებს, რომ წამითაც არ დაფიქრდება თქვენ მიერ რეკლამაზე დახარჯულ უზარმაზარ თანხაზე.
ეცადეთ, ნათლად და ზუსტად გადმოსცეთ სათქმელი სათაურში. თავიდან აიცილეთ ფუჭი „კრეატიულობა“, რომელმაც აზრის დაკარგვა ან გაბუნდოვანება შეიძლება გამოიწვიოს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი