ხარისხის კომპლექსური მართვის წინაშე დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია დროსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვნებისა და შესაბამისი ძალისხმევის გარეშე. კარგად შემუშავებული ხარისხის სტრატეგიული გეგმა გვაძლევს ერთიან ხედვას, გაიდლაინებს და ხარისხის გაზომვისთვის საჭირო მეტრიკებს, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ძალისხმევის მობილიზებას და მიმართვას ხარისხის მაღალი სტანდარტების მიღწევის მიმართულებით. ასეთი კატეგორიის გეგმის განხორციელება, როგორც წესი რამდენიმე წელს გრძელდება და მოიცავს მიზნების მრავალფეროვან ერთობლიობას. თუმცა, უფრო ეფექტურია, როდესაც ხდება ასეთი მეტრიკების უფრო მოკლე პერიოდზე, დაახლოებით კვარტალში ერთხელ გაზომვა. ყოველ კვარტალში კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტი უნდა ხედავდეს კომპანიის ხარისხობრივი პარამეტრების შესრულების შესაბამისობას ორგანიზაციის მიზნებთან და აქედან გამომდინარე უნდა იღებდნენ შესაბამის ზომებს წარმატების შენარჩუნების ან წარუმატებლობის გამოსწორების კუთხით. ამის შემდეგ ჯვარედინი ფუნქციების მქონე გუნდები ახორციელებენ ხარისხის კუთხით საყურადღებო საკითხებზე შედგენილი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას. პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან პასუხისმგებელნი, იმაზე რომ მიაღწიონ სპეციფიკურ მიზნებს კონკრეტულ თარიღში და ყოველი შეხვედრისას ხდება წინასწარგანსაზღვრულ ხარისხობრივ პარამეტრებში მათი პროგრესის გაზომვა და დედლაინების (ვადების) კონტროლი.