კონცენტრაცია მომხმარებელზე
T-Mobile-ის გენერალურ დირექტორს, ჯონ ლიგერს, მოსწონს, როდესაც უსმენს მომხმარებლებს. „ჩემი ბიზნეს ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში: მოუსმინე შენს თანამშრომლებს, მოუსმინე შენს მომხმარებლებს. გაჩუმდი და უბრალოდ გააკეთე ის, რასაც ისინი გეუბნებიან“. ის კარგად აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელს და სჯერა, რომ მომხმარებელზე კონცენტრაცია არის აუცილებელი წარმატებისთვის. მათ გარეშე ორგანიზაცია, ფაქტობრივად, არ იარსებებდა. თუმცა, მომხმარებელზე ფოკუსირება დიდი ხანია, რაც უშუალოდ მარკეტინგის საქმიანობაა. „დაუტოვე მომხმარებლები მარკეტინგს, მარკეტინგი იზრუნებს მათზე“ - ეს მიდგომა არაერთ მენეჯერს ჰქონია. ეს დებულება დიდი ხანია, რაც აღარ შეესაბამება რეალობას. დადგინდა, რომ თანამშრომლების დამოკიდებულება და ქცევა დიდ გავლენას ახდენს ინვესტიციების უკუგებაზე.
დღესდღეობით მრავალი მენეჯერი აცნობიერებს, რომ მაღალი დონის მომსახურება აუცილებელი პირობაა კომპანიის არსებობისთვის, როდესაც ბაზრებზე კონკურენტული გარემოა. კვლევებმა გამოავლინა, რომ მომხმარებლების 92%, რომელთა პრობლემაც გადაიჭრა კომპანიაში პირველივე ვიზიტის დროს, აგრძელებდნენ კომპანიასთან შემდგომ თანამშრომლობას. ეს მაჩვენებელი 51%-ით დაეცა იმ მომხმარებლების შემთხვევაში, რომელთა მოლოდინები კომპანიაში არ გამართლდა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიაში უშუალოდ კომპანიის თანამშრომლებს. მენეჯერებმა უნდა შექმნან მომხმარებლებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც იქნებიან დადებითად განწყობილები მომხმარებლების მიმართ, სრულფასოვნად ეცოდინებათ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა, იქნებიან ხელმისაწვდომები, მომხმარებელთა კმაყოფაზე ორიენტირებულები.
ფოკუსი ტექნოლოგიაზე
განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან მენეჯერები ტექნოლოგიური განვითარების შემთხვევაში, ვინაიდან ტექნოლოგიები ცვლიან საქმის შესრულების სპეციფიკას. სოციალური ქსელები, რობოტები, არის ტექნოლოგიური განვითარების მაგალითი.
კადრების მიღება ორგანიზაციებში მენეჯერებისთვის ამ კუთხითაც სირთულეს და გამოწვევას წარმოადგენს. მათ უნდა აუხსნან თანამშრომლებს, თუ რატომ არის ინოვაციური ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესებში.
ფაქტი, რომ სამუშაო გარემოში ტექნოლოგიების სიჭარბის გამო ადამიანებს შორის კომუნიკაცია ნაკლებად მნიშვნელოვანია, მხოლოდ მითია. ავიღოთ რობოტის მაგალითი: ის აკეთებს ადამიანის სხვადასხვა აქტივობების იმიტირებას. თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ორგანიზაციის თანამშრომლები ენდობიან ერთმანეთის გამოცდილებას და ცოდნას; ისინი ახდენენ სხვადასხვა საკითხებთან უკეთესად ადაპტირებას, ვიდრე უბრალოდ სამუშაო პროგრამა. თუმცა, ამ საკითხშიც აუცილებელია სწორი მენეჯმენტი, ვინაიდან ტექნოლოგებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ერთობლივ მუშაობაზე.
ფოკუსი სოციალურ მედიაზე
ალბათ, გაგიჭირდებათ წარმოდგენა, თუ როგორ ახერხებდნენ თანამშრომლები მუშაობას ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობის, ელ. ფოსტის და ინტერნეტის გარეშე. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაფერი ეს უფრო და უფრო ხშირი გახდა სამუშაო სივრცეებში და, შესაბამისად, მენეჯერებს უფრო და უფრო უჭირდათ თანამშრომლებისთვის მათი გამოყენების შესახებ სწორი მიმართულების მიცემა.
დღესდღეობით ასპარეზზე შემოვიდა სოციალური მედია-ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, ინფორმაციას, აგზავნიან პირად შეტყობინებებს და სხვ. თანამშრომლები სოციალურ მედიას არა მხოლოდ თავისუფალ დროს, არამედ სამუშაო პროცესშიც იყენებენ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მენეჯერებისთვის, სწორად მოახდინონ სოციალური მედიის ძალისა და გავლენის მართვა. მაგალითად, სინგაპურის ერთ-ერთ კომპანიაში 143,000 თანამშრომელი წაახალისეს, რათა გამოეყენებინათ Facebook-ის მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო ჩატი. წახალისების იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ თანამშრომლები ყოფილიყვნენ ნაკლებად დამოკიდებულნი ელ. ფოსტაზე, მიეწოდებინათ ერთმანეთისთვის ინფორმაცია შედარებით სწრაფად და მარტივად.
თუმცა, სოციალურ მედიას გააჩნია უარყოფითი თვისებებიც. სოციალური მედია დადებით როლს თამაშობს სამუშაო სივრცეში, თუ ის ეხმარება თანამშრომლებს, იყვნენ უფრო პროდუქტიულები. ის თავის როლს კარგავს, როცა ამაყი თანამშრომლები ხმამაღლა საუბრობენ თავიანთ მიღწევებზე, როცა თანამშრომლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე ან ადამიანებზე, რომელიც არ მოსწონთ კომპანიაში. ამგვარი სიტუაციებისგან თავის ასაცილებლად მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სოციალურ მედიას სჭირდება კონტროლი და მართვა, რათა იყოს შედეგიანი.
ფოკუსი ინოვაციებზე
დღესდღეობით წარმატებული ბიზნესი მოითხოვს ინოვაციას. ინოვაცია გულისხმობს ახალი ტერიტორიების მოძიებას და დაპყრობას, რისკს ან უბრალოდ საქმის სხვანაირად კეთებას. ინოვაციის პოვნა შესაძლებელია ყველა მიმართულებით. მაგალითად, Best Buy-ს დირექტორი მიხვდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი ბიზნესის წარმატებისათვის ინოვაციური გზების პოვნა, ვინაიდან მაღაზიების თანამშრომლები, უმეტესწილად, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც მალევე ტოვებდნენ კომპანიას. კომპანიის საქმიანობა კი მოითხოვდა კადრების კარგად დატრენინგებას. შესაბამისად, მან მოიფიქრა ე.წ. team closing - რაც გულისხმობდა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ თანამშრომლები დატოვებდნენ სამუშაო გარემოს ერთად, როგორც შეკრული გუნდი. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თანამშრომლების დამოკიდებულებაზე სამსახურის მიმართ.
ფოკუსი მდგრად განვითარებაზე