ნებისმიერ კვლევა-ძიებას იყენებთ, რათა მოძლიერდეთ იმ მომენტისთვის, როდესაც პოტენციური კლიენტი თანხმობას განაცხადებს თქვენი პროდუქტის შეძენაზე და უფლებას მოგცემთ, რომ მასთან და მის კომპანიასთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება სცადოთ.
მაგალითად, თუ ჰაერის გამწმენდ სისტემებს ყიდით, ძალზე მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ კონკრეტული კომპანია ცდილობს, თავისი პროდუქტი ზუსტი სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს. რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია ბევრს უნდა ფიქრობდეს სისუფთავესა და აკურატულობაზე და თქვენი ჰაერის გამწმენდი საშუალებები მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
თუ კომპანიის ფინანსური ანგარიშები სოლიდურ ზრდასა და სამომავლო გეგმებს გვიჩვენებს, ცხადი ხდება, რომ ცვლილებების და ახალი იდეებისათვის გზის გახსნის დროა! სწორედ ამიტომ აჩვენებთ კომპანიას, რომ თქვენი ჰაერის გამწმენდი სისტემები არის უახლესი პროდუქტი და ამავე დროს – გაფართოების ჩინებული შესაძლებლობა. ამგვარად, სავარაუდოდ, თქვენ შეძლებთ მათი ყურადღების მიპყრობას.
რაც უფრო მეტი იცით პოტენციური კლიენტის შესახებ, მით უფრო კომპეტენტური და ძლიერი გამოჩნდებით თქვენი პროდუქტის წარდგენისას.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი