პრესრელიზი შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
- საკონტაქტო ინფორმაცია: კომპანიის სახელი, საკონტაქტო პირის სახელი, რომელსაც დამატებითი ინფორმაციისთვის შეიძლება დაუკავშირდეს რედაქტორი და ამავე პირის ტელეფონის ნომერი;
- გამოქვეყნების თარიღი: კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება ამ ინფორმაციის გაშუქება (თუ თარიღი არ არის გადამწყვეტი, უბრალოდ, გამოიყენეთ სიტყვები „დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის“);
- დასათაურება: გამიზნული სპეციალურად რედაქტორის ყურადღების მისაპყრობად, რათა მიღებისთანავე წაიკითხოს პრესრელიზი;
- ძირითადი: რა გსურთ, იცოდეს მედიამ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ;
- საპასუხო ინფორმაცია: როგორ დაგიკავშირდნენ მყიდველები პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი