როგორც თქვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, მედიის წარმომადგენლების გარდა, რა თქმა უნდა, გიწევთ ურთიერთობა და საუბარი სხვა ადამიანებთანაც. საჯარო გამოსვლები, იქნება ეს ლექციების წაკითხვა, საუბრები,გაზეთები, პრეზენტაციები საჯარო ღონისძიებებზე, ბიზნესშეხვედრები, შეკრებები თუ კონფერენციები, არის პიარტექნიკა, რომელსაც ბიზნესი ფართოდ გამოიყენებს საკუთარი ნაწარმისა და მომსახურებისთვის ხელის შესაწყობად.
რატომ არის საჯარო გამოსვლები ასეთი ეფექტიანი ინსტრუმენტი რეკლამისთვის? როდესაც საუბრობთ, თქვენ აღიქვამთ, როგორც ექსპერტი. თუ თქვენი გამოსვლა კარგად ჩაივლის, მაშინვე მოიპოვებთ ნდობას დამსწრე საზოგადოებაში და მისი წევრები მოისურვებენ თქვენთან და თქვენს კომპანიასთან მუშაობას, პრობლემების გადაჭრის მიზნით.
სტატიისგან განსხვავებით, რომელიც უმეტესწილად განყენებულია, სიტყვით გამოსვლა ან საუბარი აუდიტორიასთან თითქოს ხელის ჩამორთმევის დისტანციაზე გამყოფებთ. და რადგანაც დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში სულ უფრო მეტი ღონისძიება იმართება დისტანციურად – ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოკონფერენციებით, თქვენი პირადად ყოფნა ამ ადამიანების თვალში ურყევ იმიჯს გიქმნით. როდესაც შეხვედრა ისეთ გარემოში მიმდინარეობს, სადაც შერჩეული ხართ როგორც ექსპერტი, რომელიც საჯაროდ გამოდის, შთაბეჭდილება პუბლიკაზე უფრო ძლიერია.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი