საავტორო უფლებები არის უფლებები, რომელიც წარმოეშვება ავტორს მის მიერ შექმნილ ნაწარმოებთან დაკავშირებით.
საავტორო უფლებები იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს.
ასეთ ნაწარმოებებს მიეკუთვნება ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში შექმნილი ყველა ნამუშევარი, მისი გამოსახვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა:
ლიტერატურული ნაწარმოებები: წიგნები, ბროშურები, სტატიები და სხვა წერილობითი ნაწარმოებები; ლექციები, მიმართვები, ქადაგებები და ამავე ხასიათის სხვა ნაწარმოებები;
დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები;
ქორეოგრაფიის, პანტომიმის და სხვა სასცენო ნაწარმოებები;
ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებები;
აუდიოვიზუალური (კინემატოგრაფიული) ნაწარმოებები;
სახვითი ხელოვნების, ფერწერული, სკულპტურული ნაწარმოებები, გრავიურა და ლითოგრაფია; თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები;
ფოტოგრაფიული ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოებები;
დეკორატიული, გამოყენებითი და მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოებები;
რუკები, გეგმები, ესკიზები, ილუსტრაციები და სხვა მსგავსი ნაწარმოებები, რომლებიც განეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს;
არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის და საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოებები;
გადამუშავებული ნაწარმოებები, კერძოდ, თარგმანი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების სხვაგვარი გადამუშავება;
შედგენილი ნაწარმოებები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენენ;
კომპიუტერული პროგრამები;
სხვა ნაწარმოებები.
საავტორო უფლებებით დაიცვება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ხარისხისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
საავტორო უფლებები არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე: