https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/5369ec52-38fe-4938-aee3-0b833cf760da/Annotation_2020-09-02_135058.png

“ეფლის” პროდუქტების ხაზის განვითარება აიპოდიდან აიფონამდე ცხადყოფს, რომ კომპანია ძლიერი პლატფორმის ბიზნესმოდელის ნიმუშად გარდაიქმნა. აიპოდი თავდაპირველად, დამოუკიდებელი მოწყობილობა იყო, ხოლო აიფონი ძლიერ მრავალმხრივ პლატფორმად იქცა. შედეგად, “ეფლი”, თავისი ონლაინმაღაზიის, App Store-ის გამოყენებით, აიფონისთვის მესამე მხარეების მიერ შექმნილ აპლიკაციებს აკონტროლებს.

“ელფმა” აიპოდი 2001 წელს წარმოადგინა, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი. მომხმარებლებს ამ მოწყობილობაზე შეეძლოთ ჩაეწერათ თავიანთი კომპაქტური დისკები და ინტერნეტიდან ჩამოეტვირთათ მუსიკა. აიპოდი ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან გადმოტვირთული მუსიკის შენახვა შეუძლია. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, “ეფლის” ბიზნესმოდელი აიპოდის პლატფორმას არ იყენებდა.

2003 წელს “ეფლმა” აითუნსის მუსიკის მაღაზია შექმნა და აიპოდთან გააერთიანა. მაღაზიამ მომხმარებლებს ციფრული მუსიკის ყიდვისა და ჩამოტვირთვის ძალზე მოსახერხებელი საშუალება მისცა. მაღაზია იყო “ეფლის” პირველი მცდელობა, ესარგებლა პლატფორმის ეფექტით. აითუნსი “მუსიკის საავტორო უფლებების მფლობელებს“ პირდაპირ მყიდველებთან აკავშირებდა. ამ სტრატეგიის წყალობით “ეფლი” დღემდე ლიდერია ციფრული მუსიკით ვაჭრობის სფეროში.

2008 წელს “ეფლმა” პლატფორმის სტრატეგია გააძლიერა და App Store შექმნა, რომელიც აიფონისთვის იყო განკუთვნილი. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ, აპლიკაციები პირდაპირ აითუნსის მაღაზიაში დაათვალიერონ, შეიძინონ და ჩამოტვირთონ და საკუთარ აიფონში დააინსტალირონ. აპლიკაციების დეველოპერებმა ყველა აპლიკაცია App Store-ში უნდა გაყიდონ. თითოეული გაყიდული აპლიკაციიდან “ეფლი” 30-პროცენტიან როიალტის იღებს.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე