ბლოკჩეინ-ტექნოლოგია შეიქმნა 2008 წელს. მისი შექმნა უკავშირდება ანონიმურ პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს, რომელიც ინტერნეტში ცნობილია სახელით სატოში ნააკამოტო (ნამდვილი ვინაობა დღემდე არ არის საბოლოოდ დადგენილი). ბლოკჩეინის განვითარების ისტორიას სამ მიმდინარე და ერთ სამომავლო ეტაპად ჰყოფენ:
- Blockchain 1.0 უკავშირდება კრიპტოვალუტების (პირველ რიგში ბიტკოინის) შექმნას და განვითარებას;
- Blockchain 2.0 მოიცავს ე.წ. „ჭკვიანი“ კონტრაქტების (Smart contracts) მართვას და ბლოკჩეინის არამხოლოდ კრიპტოვალუტის სივრცეში, არამედ სხვა სფეროებში (მედიცინა, ფინანსები, ეკონომიკა და სხვა) გამოყენებას;
- Blockchain 3.0 დღესდღეობით, ბლოკჩეინის ყველაზე ინოვაციური თაობაა და არამხოლოდ განაწილებული ბლოკების (როგორც წინა თაობებში), არამედ ბლოკჩეინ-აპლიკაციების დეცენტრალიზებულ მუშაობას ითვალისწინებს. Blockchain 3.0 უზრუნველყოფს ბლოკჩეინის წინა ვერსიების მთავარ ნაკლოვანებების აღმოფხვრას: ტრანზაქციათა არასაკმარისი სისწრაფის გაზრდასა და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას;
- Blockchain 4.0 დამუშავების სტადიაში იმყოფება და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბიზნესსა და წარმოებაში გამოყენებას გულისხმობს.