კარგი საინფორმაციო კატალოგის შექმნა – იმ მედიაკავშირების ჩამონათვალი, რომლებსაც დაუკავშირდებით, როდესაც მედიაში რაიმე ფორმით გაშუქებას მოისურვებთ. იდეალური საინფორმაციო კატალოგი მუდმივ განახლებას და სრულყოფას საჭიროებს. აქ თავმოყრილი უნდა იყოს მიმდინარე მედიასაშუალებების და უშუალოდ თქვენი პირადი კონტაქტები. სრულყოფილი საინფორმაციო კატალოგი შეიცავს არა მხოლოდ კონტაქტებს და გასაშვებ ინფორმაციას, ასევე ცნობებს უკანასკნელ ვადებზე, სასურველი კონტაქტების საშუალებებს და სხვა სასარგებლო შენიშვნებს. საინფორმაციო კატალოგი შეუფასებელი ინსტრუმენტია რაიმე განცხადების მომზადების ან კითხვებზე პასუხის გაცემისას.
- განაახლეთ თქვენი ჩამონათვალი. ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ შეტევას ან გამოსვლებს, ასე რომ, გქონდეთ კავშირი თქვენს საკონტაქტო პირებთან, რათა იცოდეთ, საჭირო დროს ვის დაუკავშირდეთ ან სად გაგზავნოთ თქვენი განცხადება.
- წლების გასვლასთან ერთად თქვენმა საკონტაქტო პირებმა შესაძლოა შეიცვალონ სამუშაო, იქონიეთ მედიაკონტაქტების განახლებული მონაცემები და მიჰყევით მოცემული კონტაქტების გადანაცვლებას ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე. ასე თუ არ მოიქცევით, დაკარგავთ თქვენთვის ღირებულ კონტაქტებს, რომელთა მოპოვებასაც დრო და ძალისხმევა შეალიეთ.
- ადამიანები დგამენ კარიერულ ნაბიჯებს და ხშირად გადაადგილდები ან კარიერულ კიბეზე. უმეტესი მათგანი მაღალკვალიფიციური კადრი ხდება და მათთან კონტაქტის შენარჩუნებით, პერსონალურად მიმიწვდება ხელი უმაღლესი დონის მწარმოებლებსა და რედაქტორებზე.
- საინფორმაციო კატალოგის შესაქმნელად აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია, მუშაობს თუ არა ის თქვენი ინტერესების სასარგებლოდ.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი