ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები დაგეხმარებათ ინფორმაციის შეგროვებაში ისე, რომ გამოკითხულებმა თავი უხერხულად არ იგრძნონ. თუ პერსონალური ბრენდი გაქვთ, შეცვალეთ კითხვები და მოარგეთ თქვენი პიროვნული თვისებების გაგებას:
- ერთი წინადადებით როგორ დაახასიათებდით ჩვენს ბიზნესს?რამარტივი მოსაზრებით ჩამოაყალიბებდით არსს, რასაც მხარს ვუჭერთ?
- როგორ დაახასიათებდით ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს?
- რა არის ის ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ბიზნესის შემოთავაზებას ყიდულობთ?
- როდესაც ჩვენს ბიზნესთან ურთიერთობის გადაწყვეტილებას იღებთ, კიდევ რომელ სამ ბიზნესს განიხილავთ?
- როგორ ფიქრობთ, რა არის ის ერთი, მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ჩვენი კონკურენტების ბიზნესისგან ყიდულობენ?
- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ბიზნესს ბაზარზე კარგად იცნობენ თუ ცუდად?
- ხედავთ აშკარად ამ კაფიო განსხვავებას ჩვენსა და ჩვენი კონკურენტების შეთავაზებებს შორის? თუ ასეა, რომელი განსხვავება ხდის ჩვენს შეთავაზებას განსაკუთრებულს და სასურველს?
- თუ ჩვენს ბრენდს ავტომობილს შეადარებთ, რომელი ავტომობილი იქნებოდა და რატომ? რომელი ავტომობილები ასოცირდება ჩვენს მთავარ, სამ კონკურენტ ბრენდთან?
- თუ ჩვენს ბრენდს რომელიმე ვარსკვლავს შეადარებთ, ვინ იქნებოდა ის და რატომ? რომელი ვარსკვლავი ასოცირდება ჩვენს მთავარ, სამ კონკურენტ ბრენდთან?
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი