დახვეწეთ გასაუბრებისთვის საჭირო უნარები
გასაუბრებისთვის საჭირო უნარების დახვეწა ორი გზით არის შესაძლებელი. ერთი არის გამოწრთობის მეთოდი: გაიარეთ რაც შეიძლება მეტი გასაუბრება, დაუშვით შეცდომები და გამოიყენეთ ნასწავლი „გაკვეთილები“ შემდეგ გასაუბრებებზე. ამ მიდგომის პრობლემა ის გახლავთ – გარდა იმისა, რომ მტკივნეულია – რომ ამით თქვენს საქმიან რეპუტაციას გაიფუჭებთ. გასაუბრებისთვის საჭირო უნარების დახვეწა ვარჯიშითაც შეგიძლიათ. უფრო დეტალურად ამას მომდევნო გვერდებზე აგიხსნით. ივარჯიშეთ მოსმენაში გასაუბრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარი მოსმენის კულტურაა. მნიშვნელოვანია, რომ გამსაუბრებელს ყურადღებით უსმინოთ, სწორად გაიაზროთ მისი შეკითხვები, არ გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები. დაიოკეთ ემოციები და მშვიდად მოიფიქრეთ პასუხები კითხვებზე.
ივარჯიშეთ პასუხის გაცემაში
გამსაუბრებელთა უმეტესობა ერთი და იმავე ტიპის შეკითხვებს სვამს. კარგი იქნება, თუ მოსალოდნელ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში წინასწარ ივარჯიშებთ. თუმცა, ამას ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ათობით შეკითხვაზე პასუხები უნდა დაიზეპიროთ. ვარჯიში ნიშნავს იმას, რომ გაიაზროთ, რა ტიპის შეკითხვა შეიძლება დაგისვან
დახურული შეკითხვები
დახურულ კითხვაზე პასუხი ერთი სიტყვით შემოიფარგლება. იხილეთ მაგალითები:
გამსაუბრებლები დახურულ შეკითხვებს ორი მიზეზით სვამენ: პირველი – რომ თქვენს რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია გადაამოწმონ; და მეორე – რომ ღია შეკითხვებისთვის ნიადაგი მოამზადონ. დახურულ შეკითხვებზე მოკლე და კონკრეტული პასუხები უნდა გასცეთ. თუ ფიქრობთ, რომ ერთსიტყვიანი პასუხი ბოლომდე ვერ გამოხატავს თქვენს სათქმელს, შეგიძლიათ ოდნავ განავრცოთ, მაგრამ ბევრს ნუ ილაპარაკებთ. ინტერვიუერი თავად შეგეკითხებათ თუ რამეს ვერ გაიგებს.
ღია შეკითხვები
ღია შეკითხვებზე პასუხი ერთსიტყვიან წინადადებებზე გრძელია. იხილეთ მაგალითები:
ღია შეკითხვები საშუალებას გაძლევენ თქვენს პასუხებში ვრცლად ისაუბროთ იმაზე, რაც დახურულ შეკითხვებში ვერ შეძელით. იმისათვის, რომ ღია შეკითხვაზე პასუხი ძალიან ზოგადი არ გამოგივიდეთ, შეგიძლიათ სთხოვოთ გამსაუბრებელს, შეკითხვა უფრო მეტად დააკონკრეტოს. მაგალითად, თუ გამსაუბრებელმა ბოლო სამსახურის შესახებ დაგისვათ შეკითხვა, შეგიძლიათ დააზუსტოთ: „რომელიმე კონკრეტული ასპექტი გაინტერესებთ, თუ მთლიანობაში სამსახური?“
შეფარვითი შეკითხვები
შეფარვითი შეკითხვები დანაღმულ ველს ჰგავს, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იაროთ. შეფარვითი შეკითხვის მაგალითია: „რა შთამბეჭდავია, N კომპანიაში 90-იან წლებში მუშაობდით! ალბათ, ძალიან გიჭირდათ იქ მუშაობა“.