როცა საქმე იმიჯზე მიდგება, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვების – მეგობრებისა თუ სანაცნობო წრის გავლენა (ან, თქვენი ვარაუდით, ის, თუ როგორ იქცევა ყველა დანარჩენი). ადამიანები კარგი იმიჯის შექმნაზე ზრუნავენ და ამას ხშირად, ამა თუ იმ პროდუქტის, მომსახურების ან მაღაზიის არჩევას უკავშირებენ. მაგალითად, თუ უამრავი ადამიანი ერთ კონკრეტულ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს, იქ მათი მეგობრებიც შეიძლება მივიდნენ, იმიტომ, რომ – „ამას ხომ ყველა აკეთებს“. ფასი, ხარისხი, ხელსაყრელი პირობები და ბევრი სხვა ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ თუ აღნიშნული დარბაზის იმიჯს ახლავს რაღაც ისეთი, რაც უკეთ ერგება მომხმარებლებს, მაშინ სპორტული დარბაზი უცილობლად ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს.
რეპუტაცია, რომელიც თქვენმა ბიზნესმა მომხმარებელთა მომსახურებით, სამართლიანი ღირებულებითა და კლიენტთან გაყიდვის შემდგომი დამოკიდებულებით მოიპოვა, წარმატების მყარ გარანტიასაც იძლევა.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი