ფარმაცევტული ინდუსტრიის სურათი სრულებით შეიცვალა. ფარმაკოგენომიკის კვლევამ მოლოდინი გაამართლა და იგი ახლა ინდუსტრიის მთავარი ნაწილია. სფეროს შემოსავლის დიდ ნაწილს ინდივიდუალურ გენეტიკურ პროფილებს მორგებული პერსონალიზებული წამლები გამოიმუშავებს. ამ ყველაფერმა პრევენციის მნიშვნელობა გაზარდა. პრევენციამ კი, ნაწილობრივ, მკურნალობაც ჩაანაცვლა, რაც რამდენიმე ფაქტორის წყალობით მოხდა. ერთი მხრივ, დიაგნოსტიკის ხერხები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო მეორე მხრივ, ინდუსტრიაში გაუმჯობესდა ცოდნა დაავადებებსა და ინდივიდუალურ გენეტიკურ პროფილებს შორის კავშირის შესახებ.
ამ ორმა ტენდენციამ, პერსონალიზებული წამლებისა და პრევენციის მნიშვნელობის ზრდამ, ტრადიციული ფარმაცევტული წარმოების ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა. ამ „ტყუპმა” ტენდენციამ ძლიერი გავლენა მოახდინა ფარმაცევტული ინდუსტრიის ძირითად რესურსებსა და საქმიანობაზე. მათ უბიძგა წამლების შემქმნელებს იმისკენ, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობისას მიდგომა შეეცვალათ, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვალა შემოსავლის მიღების გზები.
ფარმაცევტული ინდუსტრიის ახალმა სურათმა დიდი ზიანი მიაყენა კომპანიების მაღალი თანამდებობების პირებს. ბევრმა ვერ შეძლო ახალ გარემოებებთან საკმარისად სწრაფად შეგუება და ფუნქცია დაკარგა ან საკუთარი უფლებამოსილება უფრო მოქნილ მოთამაშეებს დაუთმო. იმავდროულად, ახლები, თავიანთი ინოვაციური ბიზნესმოდელებით, ბაზრის მნიშვნელოვან წილს დაეუფლნენ. ზოგიერთმა ახალმა მოთამაშემ უფრო დიდ, თუმცა ნაკლებად მოქნილ, კომპანიებში გადაინაცვლა.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე