ღია ბიზნესმოდელებს იყენებენ კომპანიები, რომლებიც ღირებულებას გარე პარტნიორებთან სისტემატური თანამშრომლობით ქმნიან. ამ მხრივ, არსებობს ორი ტიპის მიდგომა: „გარედან-შიგნით“, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ გარე პარტნიორების იდეების გამოყენებას, და `შიგნიდან-გარეთ“ , რაც გულისხმობს კომპანიაში უმოქმედოდ შენახული იდეებისა და აქტივების გარე მხარეებისთვის მიწოდებას.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/3aea4382-a44a-49ab-b48c-6e18a6161453/Annotation_2020-09-02_144343.png

ტერმინები - „ღია ინოვაცია“ და „ღია ბიზნესმოდელები“ - ჰენრი ჩესბრაუმ გამოიგონა. აღნიშნული ტერმინები კომპანიის მიერ წარმოებული კვლევის პროცესში გარე მხარეების ჩართულობას გულისხმობს. ჩესბრაუს თქმით, დღესდღეობით ცოდნის გაზიარება მიღებული პრაქტიკაა. შესაბამისად, თუ კომპანიები ინოვაციების დანერგვის პროცესში გარე ცოდნას, ინტელექტუალურ საკუთრებასა და პროდუქტებს გამოიყენებენ, ისინი მეტ ღირებულებას შექმნიან და თავიანთ კვლევასაც უკეთ გამოიყენებენ.

ამასთანავე, ჩესბრაუს თქმით, კომპანიაში უმოქმედოდ შენახული პროდუქტებით, ტექნოლოგიებით, ცოდნითა და ინტელექტუალური საკუთრებით შემოსავლის გამომუშავებაა შესაძლებელი. ამისთვის მან უნდა გასცეს ლიცენზიები, შექმნას ერთობლივი საწარმოები და გაყიდოს ბიზნესის წილი.

ჩესბრაუ ერთმანეთისგან განასხვავებს „გარედან-შიგნით“ ტიპის ინოვაციას და „შიგნიდან-გარეთ“ ტიპის ინოვაციას. „გარედან-შიგნით“ გულისხმობს გარე იდეების შეძენას კომპანიის განვითარებისა და კომერციალიზაციის პროცესში. მომდევნო გვერდზე წარმოდგენილი ცრხილი გვიჩვენებს, რომ კომპანიები, თავიანთი ბიზნესმოდელების გაძლიერების მიზნით, ახლა უფრო არიან დამოკიდებულნი ტექნოლოგიების გარე წყაროებზე. „შიგნიდან-გარეთ“ ტიპის ინოვაცია გულისხმობს კომპანიის მიერ ლიცენზიების გაცემას ან გამოუყენებელი აქტივების - მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების ან ტექნოლოგიების გაყიდვას.

კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული კავშირების დამყარება - მაგალითი

„გლაქსოსმითკლაინის“ პატენტების მარაგი - მაგალითი

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე