რეზიუმე დაყოფილი უნდა იყოს სექციებად, სადაც აღწერილი იქნება თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის სხვადასხვა ასპექტი. სექციების სახელები შეიძლება ოდნავ შეცვალოთ, მაგრამ თანამიმდევრობა უნდა დაიცვათ, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ მაგალითშია ნაჩვენები:
- ჰედინგი: თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ა.შ.
- მიზანი (ნებაყოფლობითია): წინადადება, რომელიც მოკლედ აღწერს რა
- სახის სამსახურს ეძებთ.
- შეჯამება (ნებაყოფლობითია): ორი ან სამი წინადადება იმის შესახებ, თუ რა ძირითადი გამოცდილება, უნარები და მახასიათებლები გაგაჩნიათ.
- გამოცდილება: წარსულში დაკავებული პოზიციების და დაკისრებული მოვალეობების მიმოხილვა. შეგიძლიათ აგრეთვე დაარქვათ პროფესიული გამოცდილება ან სამუშაო გამოცდილება.
- განათლება: ინფორმაცია თქვენი განათლების შესახებ: კოლეჯი ან უნივერსიტეტი, ხარისხი, ა.შ.
თუ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული გაქვთ და დიდი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, რეზიუმეში განათლების სექცია გამოცდილებაზე ადრე უნდა მოდიოდეს.
- დამატებითი ინფორმაცია: ეს სექცია შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას თქვენი წარსული გამოცდილებიდან და დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე. აქვე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი უნარები, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობა, კომპიუტერული პროგრამებისა და ენების ცოდნა ნებისმიერი რამ, რაც მომავალი დამსაქმებლისთვის თქვენს კანდიდატურას უფრო მიმზიდველს გახდის.
სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი