ბოლო წლების განმავლობაში, ტექნოლოგიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საცალო ბიზნესში, რადგან შეიქმნა ელექტრონული კომერციის ახალი გადაწყვეტილებები.
2016 წლის დეკემბერში ფუნქციონირება დაიწყო „ამაზონის“ სასურსათო მაღაზიამ, რომელიც არ საჭიროებს ტრადიციულ გადახდის საშუალებებს და მთლიანად ხელოვნური ინტელექტის პრინციპებზეა დაფუძნებული. ამჟამად „ამაზონის“ თანამშრომლების მიერ საცალო პროგრამული მოდელის ტესტირება ხდება, რომლის შემდგომაც კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი ექსპერიმენტები ასევე ტარდება ფინეთსა და შვედეთში. მაღაზიის სივრცეში, არსებობს ინსტრუმენტები იმის დასადგენად, თუ რა პროდუქტებს და რა თანმიმდევრობით ირჩევენ მომხმარებლები, როგორია მათი მოძრაობის მარშუტები, როგორც მუშაობს რეკლამის საშუალებები და სხვა. აღნიშნული მონაცემების დამუშავება და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდის მისი ეფექტურობის გზებს.
რამდენიმე სტარტაპმა კომპანიამ დაიწყო რობოტების შექმნა, რომლებიც სპეციალურად შექმნილია საცალო მაღაზიებში დახმარების მისაღებად. მათ შეუძლიათ შეასრულონ ისეთი მოვალეობები, როგორიცაა თაროების გადატვირთვა, შეატყობინონ მენეჯერს იმ ნივთების შესახებ, რომელთა შეკვეთაა საჭირო. მათ ასევე შეუძლიათ მომხმარებლისთვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება და მაღაზიის დასუფთავებაც კი, როდესაც ის ღამით დახურულია. ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი „ვოლმარტი“ სავარაუდოდ რობოტების შემოღებას ორმოცდაათამდე მაღაზიაში აპირებს. ეს რობოტები ხელს შეუწყობს ინვენტარის მართვას და პროდუქციის თაროების მოწესრიგებას. მკვლევარების თანახმად, რობოტები 50 პროცენტით უფრო ეფექტურია, ვიდრე ადამიანები იმავე სამუშაოების შესრულებისას.
მომავალში, ჩვენ ალბათ ვნახავთ სასურსათო მაღაზიებს, რომლებიც იმართება ავტომატური ტექნოლოგიების გამოყენებით და მხოლოდ რამდენიმე თანაშემწე, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა. ავტომატური გადახდის სისტემებისა და რობოტების გარდა, ბიომეტრია კიდევ ერთი გზაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეცვლის საცალო მაღაზიების მუშაობას. სახის ამოცნობის გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო მეტად შემოდის ბაზარზე და მომავალში სავარაუდოდ დაინერგება მაღაზიებშიც. რომელიც აანალიზებს თქვენი სახის გამომეტყველებას, სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებაში და შექმნის პერსონალურ აქციებს თქვენს მოთხოვნებთან. ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ მაღაზიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვით პერსონალურ დონეზე. თუმცა აქ ისევ დგება კონფიდენციალურობის დაცვის საკითხები.
ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა „მაკენზიმ“, რომელმაც შეამოწმა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გავლენა მაკროეკონომიკურ დონეზე. მოცემულია ზოგიერთი დასკვნები მისი მოხსენებიდან, სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი, შემდეგი ციფრული საზღვარი“, რომელიც განიხილავს ისეთ სარგებელს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია საცალო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით.
ხელოვნური ინტელექტის წყალობით, საცალო ინდუსტრია მკვეთრად შეიცვლება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ტექნოლოგიების დანერგვა მთავარი კონკურენტული უპირატესობა იქნება უახლოეს პერიოდში.
ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი