ეს არის გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაღწევს ორგანიზაცია მის მიერ დასახულ ბიზნეს მიზნებს, თუ როგორ შეძლებს წარმატებით კონკურენციის გაწევას და როგორ მოიზიდავს და დააკმაყოფილებს მის მომხმარებლებს, კომპანიის მიზნების მისაღწევად.
სტრატეგიული მართვისას ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული ტერმინია - ბიზნეს მოდელი, რაც მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს იმას თუ როგორ აპირებს კომპანია მოგების გამომუშავებას. ის კონცენტრირდება ორ ფაქტორზე:
- დააფასებენ თუ არა კლიენტები კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებას/მიწოდებულ საქონელს;
- შეძლებს თუ არა კომპანია მოცემული საქმიანობით მოგების გამომუშავებას.
რატომ არის სტრატეგიული მართვა ასეთი მნიშვნელოვანი? არსებობს სამი მიზეზი:
- სტრატეგიული მართვა განაპირობებს ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებას. რატომ არიან ზოგი ბიზნესები წარმატებული, ხოლო დანარჩენები ვერ აღწევენ მსგავს წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ იგივე გარემო გარემო პირობები აქვთ? (გაიხსენეთ Blackberry-ისა და Apple-ის მაგალითი). კვლევებმა, სტრატეგიულ დაგეგმვასა და საქმიანობის წარმატებას შორის დადებითი ურთიერთკავშირი გამოავლინეს. იმ ორგანიზაციებს რომლებიც სტრატეგიულ მართვას იყენებენ, უფრო მაღალი წარმატების დონე ახასიათებთ და ეს ფაქტი სტრატეგიულ მართვას, ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად აქცევს.
- ყველა სახისა და ზომის ორგანიზაციების ხელმძღვანელობა ცვლილებებსა და გაურკვევლობას სტრატეგიული მართვის პროცესის გამოყენებით უმკლავდებიან, შესაბამის ფაქტორებზე დაკვირვებით და შესაფერის მოქმედებაზე გადაწყვეტილების მიღების გზით.
- ვინაიდან ორგანიზაციები რთული და მრავალფეროვანია თითოეული ნაწილი უნდა მუშაობდეს დანარჩენ ნაწილებთან ერთად ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, სტრატეგიული მართვა კი გვეხმარება ამაში.