მტკნარი წყლის მიწოდების დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი სოფლის მეურნეობისთვის არის გამოყენებული. ეს არის ერთ – ერთი ძირითადი სფერო, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რესურსების მდგრადობაზე და ცხოვრების ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ – ერთი უძველესი სფეროა მსოფლიოში, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას, რაც სამუდამოდ შეცვლის აგრარულ მეურნეობას. განვიხილოთ რამდენიმე ტექნოლოგიური მიმართულება.
სასოფლო – სამეურნეო თვითმფრინავები.
რობოტურ, უპილოტო თვითმფრინავებს შეუძლიათ შეძლონ დაკვირვება კულტურების ზრდისა და წარმოების შესახებ. ასევე მონიტორინგი განახორციელონ იდენტიფიცირება სარეველები და დაზიანებული მცენარეების. გარდა ამისა, კამერებისა და სხვა სენსორების გამოყენებით რელიეფების გაანალიზება რომელიც შესაძლებელია ვარგისი აღმოჩნდეს სამეურნეო დანიშნულებისთვის. აღნიშნული ბაზარი შემდეგ რამდენიმე წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ავტონომიური ტრაქტორები.
თვითმმართველ ტრაქტორებს შეუძლიათ შეამცირონ ფერმის დატვირთვა ფიზიკურ პერსონალზე, ამასთანავე შეაგროვონ ინფორმაცია დამონტაჟებული სენსორებისგან ნიადაგის პირობებისა და ტენიანობის შესახებ. ამ ტიპის ტექნოლოგიებმა და ადამიანთა შრომამ შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ასევე საწვავის და შრომის ხარჯების შემცირება. რაც გაზრდის მოგებას ინვესტიციებზე, რაც დღევანდელ პირობებში დაბალი შემოსავლებით ხასიათდება. ვინაიდან ტექნოლოგია ადრეულ ეტაპზეა, იგი სავარაუდოდ მოითხოვს ადამიანის მონაწილეობის გარკვეულ ფორმას, თუმცა საბოლოო მიზანი იქნება მთლიანად უპილოტო ოპერაციების დანერგვა და მართვა.
ვერტიკალური მეურნეობები რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს.
ვერტიკალური მეურნეობა არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება კონტროლირებად გარემოში მოსავლის მიღება ჩვეულებრივ ნიადაგის ან ბუნებრივი შუქის გარეშე. რიგი ექსპერტების აზრით, ამ ტიპის მეურნეობა მთელ მსოფლიოში საკვების უკმარისობის შემცირებას შეუწყობს ხელს. ამ ტიპის მეურნეობის მართვისთვის შესაძლებელია გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აკონტროლებს მიმდინარე პროცესებს და ჩართულია გარემო პირობების მართვაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას მის ანალიზსა და თვალყურის დევნებაში. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საგანთა ინტერნეტით სენსორების განვითარებამ, რაც გაამარტივებს მიმდინარე პროცესებს, რის მიმდინარეობაშიც ადრე მთლიანად ადამიანს უწევდა ჩარევა.
ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც გრძელვადიან პერიოდში მიმართულია სივრცის ნაკლებობის, გვალვა გამძლეობის და პროდუქტების დეფიციტის დასაძლევად.
ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი