არსებობს პროექტის მრავალი სახეობა ზომისა თუ სახეობის მიხედვით. მაგალითად:
- პროექტი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა. პროექტია ახალი მიწისქვეშა გზის გაყვანა, რომელიც შეიძლება ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირდეს და მის დასრულებას 10-დან 15 წლამდე დრო დასჭირდეს. თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადებაც პროექტია, თუმცა მის დასრულებას შეიძლება მხოლოდ ერთი დღე დასჭირდეს.
- პროექტში შეიძლება იყოს ჩართული ერთი ან მეტი ადამიანი. პროექტია ორგანიზაციის მთლიანი პერსონალის, 10 000 ადამიანის, გადამზადება, როდესაც იგეგმება რაიმე ახალი ტიპის პოლიტიკის დანერგვა. ასევე პროექტის საოფისე ავეჯისა და აღჭურვილობის შეცვლა.
- პროექტი შეიძლება წარმოიშვას ლეგალური კონტრაქტის ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე. პროექტის წარმოშობის საფუძველია თქვენი და კლიენტის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი, რომელიც თქვენგან სახლის აშენებას მოითხოვს. არაფორმალური დაპირებაც თქვენი კოლეგის კომპიუტერზე ახალი პროგრამული პაკეტის დაყენების შესახებ პროექტის წარმოშობის საფუძველია.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი