მაშ, რა შემთხვევაში იძლევა რეკლამა შედეგს? ეფექტიანი რეკლამა არის:
- კრეატიული: ახლებურად აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს.
- ძლიერი: მისი სათაური, ტექსტი ან გრაფიკული გამოსახულება მომენტალურად იპყრობს მკითხველისა და მსმენელის ყურადღებას.
- დასამახსოვრებელი: შეიცავს იმის გარანტიას, რომ აუდიტორიას თქვენი ბრენდი გაახსენდება, როდესაც იმ პროდუქტის ან მომსახურების საჭიროებას იგრძნობს, რომელსაც ყიდით.
- გასაგები: გზავნილი მოკლე, მარტივი და ადვილად აღსაქმელია.
- ინფორმაციული: აუდიტორიას აწვდის ცნობებს თქვენს ბრენდსა და პროდუქტზე და იმავდროულად, ასახელებს მკაფიო მიზეზებს – რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა მაინცდამაინც თქვენგან.
- გამორჩეული: განუმეორებელია და მყისიერად თქვენად აღიქმება.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი