ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გაყიდვების სფეროში საქმიანობისას უნდა გახსოვდეთ, არის ის სარგებელი, რომელსაც მაშინ მიიღებთ, როდესაც თავს სხვის ადგილზე წარმოიდგენთ. თქვენ ვერ შეძლებთ პოტენციური კლიენტის დახმარებას იმით, რასაც სთავაზობთ, სანამ არ გააცნობიერებთ მის საჭიროებებს და არ გამოიკვლევთ ამ საჭიროებების სათავეს.
გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები:
- შეაგროვეთ შეძლებისდაგვარად ბევრი ლიტერატურა და ინფორმაცია კომპანიაზე მანამ, სანამ მას თქვენი შეთავაზებით მიაკითხავთ. კომპანიასთან პირველი შეხვედრისას თქვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყოთ. ასე უდავოდ წარმატებული დასაწყისი გექნებათ.
- ესტუმრეთ კომპანიის ვებსაიტს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ორგანიზაციის პროდუქციის ონლაინკატალოგს (მისი არსებობის შემთხვევაში), მოძებნეთ საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზები. ამგვარად, განაახლებთ ამ კომპანიასთან დაკავშირებულ თქვენთვის ცნობილ ბოლოდროინდელ ინფორმაციას. გარდა ამისა, ვებსაიტზე ყოველთვის მოძებნეთ დამაკავშირებელი რგოლი – „ჩვენ შესახებ“. ხშირად აქ მოძიებული ინფორმაცია გაგაცნობთ მენეჯმენტის ჯგუფს და მათ ისტორიას. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამ კომპანიის რომელიმე თანამშრომელს იცნობთ კიდეც.
- მოიპოვეთ კომპანიის პროდუქტის ბროშურების ან/და კატალოგების ასლები. ესაუბრეთ კლიენტების მომსახურების სფეროს წარმომადგენელს კომპანიის შემოთავაზებების თაობაზე. თუ გეცოდინებათ, რა პროდუქტს ყიდის თქვენი პოტენციური კლიენტი, უკეთესად შეძლებთ მისთვის თქვენი პროდუქტის მიყიდვას.
- ესტუმრეთ სოციალური მედია გვერდებს.
- გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი