კავშირების მნიშვნელობა

მათ თქვენი დახმარება შეუძლიათ, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობთ დახმარებაში? ეს რომ განსაზღვროთ, გაარკვიეთ, რისი შემოთავაზება შეუძლია თითოეულ მათგანს:

სიის შედგენა

ნეთვორქინგის დროს ხშირად მოგიწევთ საკონტაქტო პირების სიების შედგენა. რაც უფრო სისტემატიზებული იქნება ეს სიები, მით დიდი იქნება წარმატების მიღწევის შანსი. დასაწყისისთვის, შეადგინეთ ძირითადი სია, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა თქვენი ნაცნობი, რომლებსაც, ფიქრობთ, რომ თქვენი დახმარება შეუძლიათ. შემდეგ ეს ხალხი დაყავით სამ ზოგად კატეგორიად: პირველი დონე, მეორე დონე და მესამე დონე.

პირველი დონე

პირველ დონეში არის ის ხალხი, რომელთან მისვლა ან გასაუბრება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აქ ერთიანდებიან ახლო მეგობრები და ნათესავები, რომლებთანაც რეგულარული ურთიერთობა გაქვთ. თუ იმდენი ახლობელი გყავთ, რომ სიამ 15-ს გადააჭარბა, შეამცირეთ ეს რიცხვი 15-მდე.

მეორე დონე

მეორე დონე მოიცავს თქვენს კოლეგებსა და უბრალო ნაცნობებს, რომლებსაც იშვიათად ხვდებით და ჩვეულებრივ პირობებში დახმარებისთვის არ დაურეკავთ, თუმცა, დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. ამავე სიაში გაერთიანდება ხალხი, ვისთანაც საქმიანი შეხება გაქვთ.

მესამე დონე

მესამე დონე აერთიანებს ხალხს, რომელთაც ჯერ არ შეხვედრიხართ, მაგრამ გჯერათ, რომ მათ თქვენი დახმარება შეუძლიათ. ასეთი ადამიანების შესახებ სხვადასხვა გზით შეიძლება შეიტყოთ: პირველი ან მეორე დონის ნაცნობმა შეიძლება მოგცეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ან გაზეთში წაიკითხოთ მათ შესახებ.

ის, თუ რა საშუალებით დაუკავშირდებით ამ ხალხს, თქვენი გადასაწყვეტია. ზოგ შემთხვევაში, მათთან შეხვედრაში შეიძლება თქვენი ახლობელი დაგეხმაროთ, აგრეთვე შესაძლებელია, რომ პირველადი კონტაქტის დასამყარებლად თქვენი ნაცნობების სახელები გამოიყენოთ, თუმცა, შესაძლოა რომ მათთან ნაცნობების გარეშე მოგიწიოთ დაკავშირება.

კონტაქტების დალაგება უპირატესობის მიხედვით

უპირატესობების განსაზღვრა ნებისმიერი სისტემით შეგიძლიათ, მაგრამ ყველაზე მარტივი ასოებით აღნიშვნაა. A კატეგორიაში შევლენ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეუძლიათ თქვენი დახმარება, B-ში – ცოტა ნაკლებად, ხოლო C-ში – ყველაზე ნაკლებად.