ბაზრის სეგმენტაციის სტრატეგიის გამოყენებისას თქვენი სამიზნე მხოლოდ ერთი ტიპის მომხმარებელი ან მომხმარებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფია. ამ მიდგომის მთავარი მიზანია, კარგად მოერგოთ ამ სპეციფიკურ მომხმარებელს, რათა თქვენს სეგმენტში, ფაქტობრივად, მთავარი გამყიდველის ადგილი დაიკავოთ. სეგმენტაციის სტრატეგიის შემუშავების ძირითადი გზა ასეთია: გადახედეთ ახლანდელ კლიენტებს, მათგან გამოყავით ის ნაწილი, რომელიც ამ პერიოდისთვის ყველაზე პერსპექტიულად გეჩვენებათ და, თუ მათი რაოდენობა სხვებთან შედარებით სწრაფად იზრდება, მთელი ყურადღება მათზე გადაიტანეთ, რათა მეტი მოგება ნახოთ.
გახსოვდეთ, სეგმენტაციის სტრატეგიის უპირატესობა ის არის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ, თქვენი პროდუქტი და მარკეტინგული საქმიანობა მკაფიოდ განსაზღვრული, სპეციფიკური მახასიათებლების მქონე ჯგუფის მოთხოვნებს შეუსაბამოთ. მაგალითად, საკონსულტაციო კომპანიებმა, რომლებიც ჯანდაცვის ინდუსტრიის განვითარებას ისახავენ მიზნად, იციან, რომ პოტენციურ კლიენტებს ჯანდაცვის ინდუსტრიის კონფერენციებზე შეხვდებიან და რომ მათ გარკვეული ტიპის საერთო პრობლემები აქვთ, რომელთა შესახებ შეიძლება მსჯელობა და აზრთა გაზიარება.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი