ბრენდი მომხმარებლის ნდობასა და ემოციურ მიჯაჭვულობას იწვევს. შედეგად, აძლიერებს მომხმარებელსა და პროდუქტს შორის ურთიერთობებს, რომელიც გაუძლებს საფასო ომებს, კონკურენტებისგან უკეთეს შემოთავაზებებს და ავლენს იმ იშვიათ ხარვეზებსაც, რაც შეიძლება გაიპაროს პროდუქტსა თუ მომსახურებაში.

ძლიერ ბრენდებს არა მარტო იცნობენ და ენდობიან, ისინი უყვართ!

იმ ბრენდების მაგალითის წარმოსაჩენად, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ მომხმარებელთან, როდესაც საცობში მოხვდებით, მანქანის ფანჯრიდან ირგვლივ გამოფენილი ლოგოები დაათვალიერეთ. შეარჩიეთ რომელიმე ბრენდის ლოგო და გაიხსენეთ ამ ბრენდის მთავარი კონკურენტი ბრენდი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: კონკურენტი ბრენდის მომხმარებელი ასეთივე სიამაყით რა შემთხვევაში გამოფენდა თავის ლოგოს? ღრმა ემოციური დატვირთვის მქონე ბრენდი ახერხებს მომხმარებლის გულში, გონებასა და ავტომობილის ფანჯრებში შეღწევას.

ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი