პროექტის პროგრესთან ერთად უნდა უზრუნველყოფილ იქნეს გეგმის შესრულება და სასურველი შედეგების მიღწევა. მონიტორინგისა და კონტროლის პროცესი გულისხმობს შემდეგი დავალებების შესრულებას:
- შესრულებული სამუშაოს გეგმასთან შედარება: შეაგროვეთ ინფორმაცია შედეგების, მიღწევებისა და რესურსების დანახარჯების შესახებ; აღმოაჩინეთ გეგმიდან გადახრა და განახორციელეთ შედეგების გამოს-წორების მიზნით ჩასატარებელი სამუშაო.
- წამოჭრილი პრობლემების მოგვარება: შეცვალეთ დავალებები, გრაფიკი ან რესურსები პროექტის გეგმის მიხედვით განსაზღვრული მიმდინარეობისკენ დასაბრუნებლად, ან შეიტანეთ შესაბამისი შეთანხმებული ცვლილებები გეგმაში.
- მონაწილეთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება: აუწყეთ პროექტის მონაწილეებს ან პროექტით დაინტერესებულ პირებს გუნდის მიღწევების, წამოჭრილი პრობლემებისა და შეთანხმებული გეგმის საჭირო გადახედვის შესახებ.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი