შეუსაბამეთ თქვენი ბიზნესმოდელი ან მისი სახეცვლილება ბაზართან უკუკავშირის შედეგს
საქმიანობა
წარმატებისთვის სასიცოცხლო ფაქტორები
ძირითადი საფრთხეები
დაპროექტების სტადიაზე მთავარი პრობლემაა ახალი, თამამი მოდელების შემუშავება და შენარჩუნება. აქ წარმატებისთვის სასიცოცხლო ფაქტორია არასტანდარტული აზროვნება. თუ ინოვაციური იდეების ჩამოყალიბება გსურთ, აუცილებელია გამოიმუშავოთ უნარი, რომელიც სტატუს-კვოს (არსებული ბიზნესმოდელებისა და ნიმუშების) დავიწყებაში დაგეხმარებათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ პროექტზე ორიენტირებული მიდგომა, რომელშიც ძირითადი აქცენტი კვლევაზე იქნება გადატანილი. გუნდმა უნდა გამონახოს დრო რამდენიმე იდეის შესასწავლად, რადგან სხვადასხვა მიმართულების კვლევა საუკეთესო ალტერნატივების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
ნუ “შეიყვარებთ” იდეებს ადრეულ ეტაპზე. დაუთმეთ დრო სხვადასხვა ტიპის მოდელების გააზრებას, რათა საბოლოოდ, საუკეთესოს შერჩევა შეძლოთ. გამოავლინეთ სხვადასხვა პარტნიორი, ეძებეთ შემოსავლის ალტერნატიული წყაროები და იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ღირებულია ესა თუ ის მიწოდების არხი. სცადეთ სხვადასხვა ბიზნესმოდელის ნიმუშის გამოყენება, რათა შეისწავლოთ და გამოცადოთ ახალი შესაძლებლობები.