BTU სტუდენტებისთვის | კარიერული გზამკვლევი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ მუშაობას და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც.

სწავლის პერიოდში, წელიწადში რამდენჯერმე კარიერული განვითარების ცენტრი მასშტაბურ დასაქმების ფორუმებს მართავს, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიძიონ მათთვის საინტერესო შეთავაზებები და ვაკანსიები

რეზიუმე

სტუდენტის კარიერული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორად შედგენილი რეზიუმეა.გაეცანი BTU-ს გზამკვლევს რეზიუმეს სწორად შედგენის შესახებ და გაიგე მეტი:

სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი წარმოადგენს დამატებითი სახის ტექნიკურ დოკუმენტს, რომელიც კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, რელევანტური ინფორმაციის ასახვით პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოს ინტერვიუერზე.გაეცანი BTU-ს გზამკვლევს სამოტივაციო წერილის დაწერის შესახებ და გაიგე მეტი:

ინტერვიუ

ინტერვიუ წარმოადგენს შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპს, რომელზეც კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა, პირადი/პირისპირ კომუნიკაციის საფუძველზე დაარწმუნოს ინტერვიუერები საკუთარი კანდიდატურის რელევანტურობაში.გაეცანი BTU-ს გზამკვლევს ინტერვიუს შესახებ:

ბიზნესის და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მთელი წლის მანძილზე გამოცდილების მისაღებად სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს:

Mock interview

კარიერული განვითარების ცენტრი ბაკალავრიატის საფეხურის ოთხივე პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს „Mock Interview”-ების სერიას. აღნიშნული სტუდენტური პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წამყვანი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიარონ სიმულაციური გასაუბრება.

აღნიშნული სტუდენტური პროექტი განხორციელდება წელიწადში ერთხელ

კრიტერიუმები: