ვიდეო რეკლამის გამოსახულების კომპონენტს წარმოადგენს. სურათები, რომლებიც ეკრანზე ჩნდება, პოტენციურ მომხმარებელს თვალს სტაცებს და მის ყურადღებას იპყრობს. ვიდეო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, პირდაპირ ეთერში ნაჩვენები სავაჭრო შემოთავაზებით დაწყებული, მომწოდებლის მიერ თქვენთვის გადმოცემული პროდუქტის რიგითა თუ უშუალოდ მაღაზიაში გადაღებული კადრებით დამთავრებული ანუ ნებისმიერი რამით, რაც მოგაფიქრდებათ.
ნუ მოექცევით რთული ვიზუალური კომპონენტების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც რეკლამისთვის ეფექტურ გამოსახულებასთან ერთად, ხარჯებსაც ზრდის. შეგიძლიათ შექმნათ ეფექტური, მაგრამ იაფი გამოსახულება – ძირითადად, კომპიუტერულ შესაძლებლობათა მეშვეობით, – რასაც მოფიქრება უნდა. იმის ნაცვლად, რომ კამერის წინ, გაჭენებული ცხენების ჯოგის ფონზე იდგეთ და თქვენს ბიზნესზე ილაპარაკოთ, ჯობს, კადრს მიღმა გაჭენებული ცხენების ჯოგის ხმოვანი ეფექტი გამოიყენოთ (იქვე ახლოს კი, მტვრის ეფექტის მოსახდენად, ვინმეს სთხოვოთ, ქვიშა აპნიოს). მაყურებელმა შეიძლება დაიფიცოს, რომ დაინახა, როგორ ჩაიქროლეს ცხენებმა, სანამ თქვენ ცდილობდით, მისთვის თქვენი პროდუქცია მიგეყიდათ.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი