გეგმაში გაწერილი სამუშაობის შესრულება პროექტის დასრულების მხო- ლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე უნდა განხორციელდეს შემდეგი:
- მიიღეთ საბოლოო შედეგების დადასტურება დამკვეთისგან.
- დახურეთ პროექტის ყველა ანგარიში (პროექტის სპეციალური ანგარიშები, რომელსაც უთმობდით დროსა და სახსრებს).
- დაეხმარეთ გუნდის წევრებს, რომ გადავიდნენ სხვა დავალების შესრულებაზე. პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის გუნდთან ერთად გააკეთეთ პროექტის შეფასება და გაარჩიეთ, თუ რა ისწავლეთ ამ პროექტის განხორციელებით, რასაც შემდეგი პროექტის მსვლელობისას გამოიყენებთ (საბოლოოდ, გააკეთეთ არაფორმალური ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა ისწავლეთ ამ პროექტის კეთებისას, რასაც მომავალში გამოიყენებთ).
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი