კლიენტების მოსაზიდად საუკეთესო საშუალება (ყველაზე სარწმუნო
იმ საშუალებათაგან, რაც ვიცი) ისეთი რამის შეთავაზებაა, რასაც სხვაგან ვერ წააწყდებიან. თუ თქვენი მაღაზია მოამარაგეთ გამორჩეული, იშვიათი ნივთებით, რომლებიც სხვა მაღაზიებში არ იყიდება, თამაში მოგებული გაქვთ. თუ თქვენს საცხობს თამამად შეუძლია ამტკიცოს, რომ ნაჩვრეტები თქვენს ფუნთუშებში უფრო წვრილია (და ამდენად, თქვენი ფუნთუშები უფრო ნოყიერია), ვიდრე ფუნთუშის მოყვარულმა შეიძლება, სადმე სხვაგან იპოვოს, მაშინ სწორედ ეს არის თქვენი მესიჯი. თუ საკანცელარიო მაღაზიაში ნამდვილად უნიკალურ მისალოც ბარათებს ყიდით, რომლებიც თქვენი მაღაზიის გარდა, არსად არ იყიდება, მაშინ ადამიანები, რომლებიც ასეთ ნივთს ეძებენ, უეჭველად მოგაკითხავენ.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი