რამდენიმე კომპანიამ ხარჯების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში პრივილეგიების გაუქმებისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. გერმანული ტელეკომ AG-ის შვილობილ კომპანია T-Systems International-ში კომპანიაში დაკავებული თანამდებობის, ან დისტანციის, ან მოგზაურობის ხანგრძლივობის მიუხედავად, ყველა თანამშრომელმა ეკონომკლასით უნდა იფრინოს. ბიზნესკლასიდან ეკონომკლასზე გადასვლა თ-სყსტემს T-Systems International-ს ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს უზოგავს. აღმასრულებლებს განუმარტეს, რომ ეს შემცირება ან მგზავრობას, ან მათ ყოველწლიურ ბონუსებს უნდა შეხებოდა. 2008 წლის ფინანსური რეცესიიდან მოყოლებული, ორგანიზაციების მიერ `ქამრის მოჭერის~ ტენდენცია გახშირდა. ყოვლისშემძლე Disney-ის კომპანიამაც კი აღმასრულებელი დირექტორებისთვის მანქანებისთვის განკუთვნილი თანხის გამოყოფა შეწყვიტა. ხარჯების შემცირება და პრივილეგიების გაქრობა მენეჯერებს უფრო აიძულებს კომპანიის მომგებიანობის გაზრდაზე ფიქრს.
დიდი წიგნი ბიზნესზე