საბაზრო წილის ეფექტურად გაზრდისთვის აუცილებელია, სარწმუნო მონაცემები გქონდეთ ბაზრის მასშტაბისა და მასში თქვენი წილის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ ბაზრის მოცულობისა და წილის გაზომვის ამ მარტივ მეთოდს.
დაადგინეთ მომხმარებელთა რაოდენობა თქვენს ბაზარზე.
მაგალითად, გაიგეთ, სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი ყიდულობს კბილის პასტას თქვენს ქვეყანაში ან რამდენი მყიდველი ჰყავს საკონსულტაციო მომსახურებას თქვენს ქალაქში.
გაარკვიეთ, საშუალოდ რამდენს ყიდულობს თითოეული მომხმარებელი.
ყიდულობს თუ არა ერთი მომხმარებელი ექვს ტუბ კბილის პასტას? საკონსულტაციო მომსახურების თხუთმეტ საათს? შეგიძლიათ გაყიდვების ჩანაწერი შეამოწმოთ ან მომხმარებლებს ჰკითხოთ, რას აკეთებენ ისინი თქვენი შეფასების ტექნიკის სრულყოფისთვის.
წლიური ბაზრის სრული სურათის წარმოსადგენად ორი რიცხვი გაამრავლეთ ერთმანეთზე და წილის მისაღებად შედეგი გაყავით თქვენი გაყიდვების ერთეულზე.
ჩაის გაყიდვების კვლევა რომ ჩაგეტარებინათ, შესაძლოა, აღმოგეჩინათ, რომ არსებობს ჩაის 98 ბითუმად მოვაჭრე და მათი გაყიდვების წლიური ჯამური მაჩ ვენებელი $ 3,886 მილიონია. თუ თქვენი გაყიდვები ჩაის ინდუსტრიაში $ 525.000 ია, მაშინ გეკუთვნით წილი – 0,525 ÷ 3,886, რაც 13,5% იქნება.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი