პიროვნებების ბრენდები არის ცნობილი ადამიანების ბრენდები. ამ ტიპის ბრენდები იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია, პროდუქტთან ან მომსახურებასთან ასოცირებისას ქმნის მნიშვნელოვან ფასეულობებს.
ოპრა (ოპრა უინფრი – ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი) არის პიროვნების ბრენდი. ჩამოგითვლით ასევე ზოგიერთი პიროვნების ბრენდებს – Martha Stewart, Tiger Woods, Michael Jordan, George Foreman, Paul Newman, Jennifer Lopez, Donald Trump.
ადამიანები, რომლებიც პიროვნების ბრენდებს ავითარებენ, ხშირად ამ პიროვნების სახეს იყენებენ პროდუქტის წარსადგენად – სარეკომენდაციოდ, პროდუქტის ცნობადობის სწრაფად ასამაღლებლად, გაყიდვებისა და კაპიტალის გასაზრდელად – და ეს ყველაფერი ხდება ცნობილი ადამიანის სახესთან პროდუქტის გაიგივების შედეგად.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი