გინდათ, რომ თქვენი საინფორმაციო ბიულეტენი გამორჩეული და ადვილად საცნობი იყოს მათთვის, ვისაც უგზავნით. მაგრამ ის არ უნდა იყოს გულმოდგინედ დამუშავებული, მკითხველების ყურადღება რომ მიიქციოს. დიზაინი ერთი შეხედვითაც მიმზიდველი უნდა იყოს, თავად ბიულეტენი ადვილად წასაკითხი და თანამიმდევრული, თუ გინდათ, მოწონება და აღიარება მოიპოვოს. რაღაც ხნის მერე ბევრი მიმღები მიესალმება თქვენი ბიულეტენის მიღებას ან შეიძლება სხვა, ადრე მიღებულებსაც კი დაუწყოს ძებნა თავის ელექტრონულ ფოსტაში. მაგრამ ამ შედეგამდე მხოლოდ მაშინ მიხვალთ, როდესაც თქვენს საინფორმაციო ბიულეტენს ექნება გამორჩეული, ცნობადი და თანამიმდევრული დიზაინი.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი