დღეს ყველაზე გაბედული მეწარმეები, ყველაზე გაბედული და რევოლუციური იდეების განმახორციელებლები არიან. ისინი ქმნიან სტარტაპებს, რომლებიც ცვლიან მსოფლიოს. გაიხსენეთ თუნდაც ილონ მასკი, სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, მარკ ზაკერბერგი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, ჯეფ ბეზოსი და ა.შ. - ეს მეწარმეები (Entrepreneurs) მრავალის ინსიპარიად იქცნენ დროთა განმავლობაში, სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა მეწარმეებისთვის დამახასიათებელი უნარები და განვითარდა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ტექნოლოგიური სტარტაპები და მათთან ერთად სტარტაპ ეკო-სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში.
იქამდე სანამ სტარტაპის განხილვაზე გადავალთ აუცილებელია, განვმარტოთ რას ნიშნავს ბიზნესი ზოგადად, ეს იმისთვის რომ კარგად განვსაზღვროთ განსხვავებები ამ ორ ტერმინს შორის.
ბიზნესი - ეს არის საქმიანობა, რომლის მთავარი მიზანი საქონლის ან მომსახურების შექმნა და მოგების მიღებაა.
რაც შეეხება სტარტაპს, მისი ერთი კონკრეტული განმარტება არ არსებობს და ყველა ონლაინ გამოცემა, თუ ავტორი სხვადასხვა განმარტებებს გვთავაზობს:
ერიკ რისი (Eric Ries) - სტარტაპი არის ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია ახალი პროდუქტის ან მომსახურების მისაწოდებლად ექსტრემალურ და მოულოდნელობებით სავსე პირობებში[1]
პოლ გრაჰამი (Paul Graham) – სტარტაპი არის კომპანია რომელიც შექმნილია სწრაფი განვითარებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ახალი დაფუძნებული, ან მუშაობ თუ არა ტექნოლოგიებზე, ან მიიღე თუ არა სარისკო კაპიტალი, გაქვს თუ არა გარკვეული Exit. ყველაზე აუცილებელი რამ არის განვითარება. ყველაფერი სხვა, დაკავშირებული სტარტაპთან, გამომდინარეობს განვითარებიდან – “Startup = Growth“[2].
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს განმარტებით სტარტაპი, არის ინოვაციური იდეის მქონე დამწყები ბიზნესი, რომელსაც აქვს სწრაფად „მასშტაბირებადი“ და ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი.
[2] Paul Graham, How to Start a startup, 2005