მობილური ტელეფონების მრეწველობის მაგალითზე კარგად ჩანს თუ რაში მდგომარეობს სტრატეგიული მართვა. 1990-იან წლებში „Blackberry” წარმატებით ყიდიდა, ბიზნეს ბაზართან შესაფერის ფიჭურ საქონელს. 2007 წელს Apple-ის iPhone-მა საფრთხის ქვეშ დააყენა Blackberry-ის წარმატება. iPhone-ის აპარატურის ხარისხი ბევრად მაღალი იყო Blackberry-ის სმარტფონების ხარისხზე, ასევე Apple-მა დეველოპერებს მისცა აპლიკაციების ფართო დიაპაზონის შექმნის საშუალება, რამაც iPhone-ი ფართო აუდიტორიისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. თუმცა, Blackberry -მ განაგრძო საქმიანობა და კონცენტრირდა ბიზნეს საწარმოს განვითარებაზე და არ დაეხმარა დეველოპერების Blackberry-ის საოპერაციო სისტემისთვის აპლიკაციების შექმნაში. არ არის გასაკვირი, რომ დღეს iPhone-ს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის 40%-ზე მეტი უკავია, ხოლო Blackberry-ის - 1 %-ზე ნაკლები. რატომ წარმოიშვა ასეთი სხვაობა მათი საქმიანობების წარმატებაში? სხვადასხვა სტრატეგიებისა და კონკურენტუნარიანობის გამო. Apple-მა, სტრატეგიების ეფექტურად მართვას ბრწყინვალედ გაართვა თავი, მაშინ როდესაც Blackberry-ი, თავისი სტრატეგიების ეფექტურად მართვის გარეშე, დამარცხდა.
სტრატეგიული მართვა არის ის რასაც ხელმძღვანელობა აკეთებს ორგანიზაციის სტრატეგიების განსავითარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც მოიცავს ყველა, ძირითად ხელმძღვანელობის ფუნქციას - დაგეგმვა, ორგანიზება, ლიდერობა და კონტროლი.