ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების ახალ, უფრო დიდ სარბიელს „ჭკვიანი“ კონტრაქტების სივრცე წარმოადგენს, რომელსაც ბიზნესის, სახელმწიფოს, ყოველდღიურობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. „ჭკვიანი“ კონტრაქტების არსის მარტივად გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ ბლოკჩეინის ბლოკებში ინახება არა კრიპტოვალუტა, არამედ სხვა ინფორმაცია (პიროვნების საინდენტიფიკაციო მონაცემები, პროექტების დოკუმენტაცია, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერების და სხვა მრავალი). სულ ეს არის - როგორც კრიპტოვალუტის შემთხვევაში, მთელი ინფორმაცია ინახება და მუშავდება დეცენტრალიზებულად, განაწილებული გროსბუხების ტექნოლოგიის (Distributed Ladger Technology) და კონსენსუსის მეთოდების გამოყენებით.
ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
ღრუბლოვანი გამოთვლების ყველაზე მარტივი განმარტება აქვს კემბრიჯის განმარტებით ლექსიკონს: „ღრუბლოვანი გამოთვლები წარმოადგენს ისეთი კომპიუტერული პროგრამების და სერვისების გამოყენების მეთოდებს, რომლებიც ინახება და მუშაობს ინტერნეტში და არა თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე“. „ღრუბლოვან“ გამოთვლებს ორი ძირითადი თვისება გააჩნია:
ამრიგად, თუ ადამიანი მოინდომებს თავისი ძალიან მოძველებული კომპიუტერის ახლით ჩანაცვლებას, ჯერ უნდა დაფიქრდეს და იანგარიშოს: ღირს თუ არა დაახლოებით 1000-1200 ლარის გადახდა ახალ „ქეისში“, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ გამოსაცვლელი იქნება, თუ სჯობს იგივე მონაცემების ვირტუალური კომპიუტერის „ღრუბელში“ ქირაობა და თუნდაც იგივე 1000 ლარის ნელ-ნელა ხარჯვა ე.წ. Pay-as-you-go (“გამოიყენე-გადაიხადე”) პრინციპით. კიდევ უფრო მეტი: კომპიუტერის გაძლიერებას თუ დააპირებს (ვიდეობარათის ჩასმა, პროცესორების დამატება, მეხსიერების გაზრდა და სხვა), მომხმარებელს „ღრუბელში“ მისი დაშლა კი არ დასჭირდებათ, არამედ მაუსზე რამდენჯერმე დაწკაპუნება და გაზრდისათვის საჭირო მონაცემების მითითება.
აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიმუშია იმ სარგებელზე, რომელიც „ღრუბლოვან“ სერვისებს მოაქვთ. ფინანსური დანახარჯების შემცირების და კომფორტის ამაღლების გამო ბოლო წლებში მათი გამოყენების ინტენსივობამ მკვეთრად იმატა. პრინციპი „ვანაზღაურებთ არა პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის, არამედ მისი გამოყენების ღირებულებას“ ძალიან მიმზიდველია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის.
ტექნოლოგიების, ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საკონსულტაციო კომპანია „გარტნერის“ მონაცემებით „ღრუბლოვანი“ სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წელს 200 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ბოლოს 330 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტები Google, Amazon, Microsoft, IBM ამ პროცესს წინ მიუძღვიან, თუმცა უამრავმა სტარტაპმაც დღემდე წარმატებით გაუძლო კონკურენციას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს.