მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეთ შემდეგ საკითხებზე:
- ძირითადი გზავნილები, რომლებიც საჭიროა კომუნიკაციისთვის; ხშირად ეს შეტყობინებები კონკურენტულ პროდუქტებთან შედარებით პროდუქტის სარგებლისა და უპირატესობების ირგვლივ ტრიალებს. თუმცა, ყოველთვის – არა. მაგალითად, თქვენი ძირითადი გზავნილი შეიძლება ის იყოს, რომ თქვენი კომპანია ზრუნავს საზოგადოებაზე ან გარემოზე, ან, შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ იმ ფაქტზე, რომ თქვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს კონსერვანტებსა და ხელოვნურ ინგრედიენტებს.
- არის კი მარკეტინგული მიზანი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ან ბაზრის წილის გაზრდა? ერთ დამკვეთს შესაძლოა, სურდეს რაც შეიძლება მეტი წვენსაწური დანადგარის გაყიდვა, მეორეს კი, მცირე ბიზნესის სფეროში, ინტერნეტპორტალის დომინანტად ქცევა. პიარისგან მაქსიმალური შედეგის მისაღებად, წინასწარ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ პიარის სასურველი, საბოლოო შედეგი, რომ ჩვენ დაგეხმაროთ მის მიღწევაში.
- აუდიტორია: არის კი აუდიტორია თქვენი გზავნილისთვის ბოლო მომხმარებელი ან გავრცელების საბოლოო არხი (საცალო მოვაჭრე, საბითუმო მოვაჭრე, დილერი)?
- გეოგრაფიული მდებარეობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: განსაზღვრეთ, რომელს მიეკუთვნება თქვენი აუდიტორია – ადგილობრივს, რეგიონულს, ნაციონალურს თუ გლობალურს.
- სასურველი შედეგი: უბრალოდ იმის თქმა, რომ თქვენი მიზანია „გაყიდვების გაზრდა“, საკმარისი არ არის. უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეთ ამ თემას: რა გსურთ, რომ გააკეთოს, თქვას, გაიფიქროს ან ირწმუნოს მიზნობრივმა აუდიტორიამ, თქვენი პიარის გზავნილის მიღების შემდეგ?
- რას გინდათ, მიაღწიოთ მედიის საშუალებით: იმისთვის, რომ სრულყოფილად მოიცვათ მიზნობრივი აუდიტორია, რომელ მედიასაშუალებაში გსურთ თქვენი ამბის გამოქვეყნება? ეს შესაძლოა, იყოს ტელეგადაცემები, რადიოპროგრამები, გაზეთები, ჟურნალები, პროფესიული ჟურნალები და სხვა, რომელსაც, სავარაუდოდ, წაიკითხავს, იხილავს ან მოისმენს თქვენი მიზნობრივი აუდიტორია.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი