კომპანიათა უმეტესობაში გადაწყვეტილების მიმღები პირები აცნობიერებენ საჩუქრის მნიშვნელობას და ჩვეულებისამებრ, თავიანთი მომუშავე პერსონალის საჩუქრებისთვის ადგენენ გარკვეულ პარამეტრებს. თუ თქვენს კომპანიას არ გააჩნია სპეციფიკური მითითებები, ჰკითხეთ პერსონალს, რა ურჩევნიათ მათ ან უფრო უკეთესი – შესთავაზეთ შესაბამისი პარამეტრები, რომლებიც კომპანიის თითოეული კლიენტის პოტენციურ სარგებელს დაეფუძნება. თუ ხართ გაყიდვების წარმომადგენელი, რომელიც კლიენტთან ურთიერთობის ძირითადი წყაროა, უნდა იცოდეთ, რომ კლიენტი პოზიტიურად განეწყობა თქვენ მიმართ, როდესაც საჩუქარს მიიღებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამ საკითხთან დაკავშირებული წინადადებების განხილვის.

რაც უფრო მჭიდროა თქვენი ურთიერთობა კლიენტთან, მით უფრო მეტად პერსონალიზებული უნდა იყოს თქვენი საჩუქარი. ვინილის უბის წიგნაკს ხომ არ გაუგზავნიდით კლიენტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს თქვენთან და რომლის ბიზნესსაქმიანობაც თქვენი გაყიდვების მოცულობის 20%-ია?! და თუ ბიზნესურთიერთობა გაქვთ კლიენტთან დიდი ხნის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რა მოეწონება ამ ადამიანს და რას აირჩევდა საჩუქრად.

გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი