სასარგებლო რესურსები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს დისტანციურ სესიებს, ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებსა და პოდქასთებს.
ავატარის ვიდეო ლექციების მომზადება BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია ,,SYSTEM CORP.”-ის მიერ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ხდება.
დისტანციური სტარტაპ სესიები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით.
დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ.
სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.
- **მეწარმეობა და აზროვნების დიზაინი** – ვამეხ ხერხეულიძე, ელვენ ტექნოლოჯის თანადამფუძნებელი;
- **იდეის ვალიდაცია** – თამთა გველესიანი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მარკეტინგის ექსპერტი.
- **სეგმენტაცია სტარტაპებისთვის** – დიტო აბულაძე, smarter.ge;
- მეწარმეული აზროვნება – მარიამ ლაშხი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ბიზნეს მოდელის შექმნა – სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას მმართველი პარტნიორი;
- **ფიჩინგი ინვესტორების წინაშე; ფიჩდეკი** – სანდრო კანდელაკი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის ხელმძღვანელი;
- Agile & Scrum მეთოდი სტარტაპებისთვის – მარია ღლონტი, ეჯაილ ტრენერი, თიბისი ბანკი;
- ფანდრაიზინგი და ფინანსებთან წვდომის გზები – გიორგი ჩუგოშვილი, Phubber app.
- სამეწარმეო აზროვნება და სტარტაპ ეკო-სისტემის არსი;
- ინოვაციის განმარტება, როგორ ხდება ინოვაცია ყოველდღიურობა;
- საავტორო უფლებების დაცვა;
- მომხმარებლის იდენტიფიცირება;
- აზროვნების დიზაინი;
- ბიზნეს მოდელი და ფასეულობათა განაცხადი;