სანამ საკუთარ სარეკლამო კამპანიას დაიწყებდეთ (რეალურ პროცესს იწყებთ კრეატიული სატყუარას მოფიქრებით, რომელიც აღწერილია ნაწილში „კრეატიული სატყუარას მოფიქრება აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად“), კონკურენტების საქმიანობას უნდა დააკვირდეთ. კონკურენტებისგან თქვენს ბიზნესსა და ბაზართან დაკავშირებით უამრავი რამის სწავლა შეგიძლიათ. თქვენი მიზანი რეკლამის მოპარვა კი არა, იმის განსაზღვრაა, თუ რით განსხვავდება თქვენი ბრენდი და რის შეთავაზება და დარეკლამება შეგიძლიათ, რათა ძლიერი კონკურენცია გაუწიოთ თქვენს სფეროში მოღვაწე სხვა მოთამაშეებს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი