ბიზნესის სტრატეგია არის მექანიზმი, რომლითაც ბიზნესი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას საკუთარი სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტების სწორი ნაზავით.
როგორც ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი, მაიკლ პორტერი აღნიშნავს, ”სტრატეგია არის კომპანიის საქმიანობების შემაკავშირებელი. სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია ერთის მხრივ იმაზე, რამდენად კარგად ახერხებს კომპანია საკუთარი საქმიანობების მართვას და მეორეს მხრივ იმაზე, რამდენად კარგია კავშირი ამ საქმიანობებს შორის.“
სტრატეგია შეიძლება იყოს გრძელვადიანი გეგმა. ინდუსტრიების მიხედვით ტერმინი „გრძელვადიანი“ ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე წელს ან უფრო მეტს.
ბიზნეს სტრატეგია მოიცავს შემდეგ ნაწილებს:
ძირითადი კომპეტენციების კონცეფცია იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიების შედეგებზე.
ძირითადი კომპეტენციები არის ორგანიზაციის საბაზისო უნარები და/ან შესაძლებლობები, რომლებიც ვითარდებოდა ხანგრძლივი დროის მონაკვეთის განმავლობაში, მომხმარებელმა ეს მონაცემები აღიქვა, როგორც ღირებული და კონკურენტებს უჭირთ ან არ შეუძლიათ მარტივად მათი კოპირება. მაგალითად, კომპანია „ჰონდა“-ს ძირითადი კომპეტენციას წარმოადგენს გაზზე მომუშავე მცირე წვის მქონე ძრავების ინჟინერია და წარმოება. სწორედ ეს კომპეტენციები დაეხმარა „ჰონდას“ დაეპყრო გლობალური ბაზარი, სხვდასხვა პროდუქტის, მათ შორის მოტოციკლების, მანქანების, წყლის მოტოციკლეტების, გენერატორების და სხვ. საშუალებით.
ძირითადი კომპეტენციები წლების განმავლობაში ყალიბდება, ვითარდება და შესაძლებელია შეიცვალოს კიდეც. მაგალითისთვის, “აიბიემ” (IBM) ცნობილი იყო როგორც კომპიუტერული ტექნიკის კომპანია. დღეს კი, „აიბიემ“-ს (IBM) ძირითადი კომპეტენცია არის მისი შესაძლებლობა საკუთარ მომხმარებელს მიაწოდოს ინტეგრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი მუშაობისთვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურება.
ფუნქციური სტრატეგიები ბიზნეს სტრატეგიას თარგმნიან უკვე ფუნქციურ მიმართულებებში ისეთ სპეციფიკურ ქმედებებად, როგორიცაა მარკეტინგი, ადამიანური რესურსები და ფინანსები.
მაგალითისთვის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ რაიმე კონკრეტული სტრატეგიული მოქმედება ფუნქციონალურ დონეზე - (მაგ., ”მოვიძიოთ ევროპული მომწოდებელი X ნედლეულისთვის”). ეს ფუნქციური სტრატეგია კავშირშია ბიზნეს სტრატეგიასთან - (”გავზარდეთ ჩვენი წილი ევროპულ ბაზარზე”) და, საბოლოოდ, ერთიანდება კომპანიის მისიაში - ("გავხდეთ მსოფლიო დონის კონკურენტი ჩვენს ინდუსტრიაში"). როდესაც სხვადასხვა დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი სხვადასხვა დონეზე ერთმანეთთან თანხვედრაშია მაშინ ამბობენ, რომ ორგანიზაციას კარგი სტრატეგიული ბმა აქვს.