როდესაც ბრენდინგის სამყაროში შეაბიჯებთ, გახსოვდეთ ეს სამი სიტყვა და ეს სამი ჭეშმარიტება:
ბრენდის შექმნისას მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება დაპირებით. თქვენი დაპირება ნათელს ხდის, ვინ ხართ, რას წარადგენთ და რა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან სარგებელს გვთავაზობთ.
თქვენ სრულყოფთ ბრენდს დაპირებების შესრულებით ყოველ ჯერზე, როცა ადამიანებს თქვენს სახელთან, მესიჯთან ან ბიზნესთან აქვთ შეხება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს თქვენი ვებგვერდი იქნება, სოციალური მედია, რეკლამა, საჯარო აქტი, წარმოთქმული სიტყვა, ყიდვა, მომსახურება, ბილინგი, ანაზღაურებები თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებები. ყველა სახის ურთიერთობა გავლენას ახდენს თქვენი ბრენდის აღქმაზე.
თქვენ აძლიერებთ ბრენდს დაპირებების მუდმივად შესრულებით. თუ დაპირებები არ სრულდება და ადამიანებს იმედი უცრუვდებათ, ეს ნიშნავს, რომ არღვევთ პირობას და რისკის ქვეშ აყენებთ თქვენს რეპუტაციასა და შედეგებს.
ბრენდის ფორმირებას სჭირდება კონცენტრაცია, გატაცება, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა, მნიშვნელოვანია ძალისხმევა და ვალდებულების შესრულება. ერთ-ერთი უდიდესი შედეგი ის არის, რომ ძლიერი ბრენდი უზრუნველყოფს პირად და ბიზნესის წარმატებას.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი