ბრენდებს, რომლებსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს და აფასებს, ბიზნესისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ეს არის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი, მოგების დიდი მარჟა და ბრენდის მფლობელის სარგებლის ზრდა. ბრენდის უპირატესობების ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი განიხილეთ, როგორც ფაქტი:
- მომხმარებელი მზადაა, ზედმეტი გადაიხადოს ბრენდში, რადგან სჯერა, რომ მას განსაკუთრებული და სასურველი უპირატესობები აქვს. ეს ეხება ბიზნესის, პროდუქტის და პერსონალურ ბრენდებს.
- მომხმარებელი ბრენდის ერთგული რჩება, ხშირად და დიდი რაოდენობით ყიდულობს ბრენდის საქონელს და ამისთვის რეკლამით წახალისება არ სჭირდება.
- საცალო მოვაჭრეები მაღაზიებში სიამოვნებით უთმობენ ადგილს ბრენდის საქონელს, რადგან იციან, რომ ის კარგად იყიდება და დიდი შემოსავალი მოაქვს.
- ბრენდის მფლობელებს შეუძლიათ, პროდუქტის ხაზის გაძლიერებით გააფართოონ თავიანთი ბიზნესი და არ სჭირდებათ ახლიდან ზრუნვა თავიანთი საქონლის შესათავაზებლად.
- ბრენდის მფლობელები ადვილად პოულობენ და ინარჩუნებენ კარგ თანამშრომლებს, რადგან აპლიკანტებისთვის იმთავითვე ცნობილია ბრენდის მაღალი ხარისხი.
- ბრენდის მფლობელები ეფექტურ ღონისძიებებს ატარებენ ბრენდის მისიის, კონცეფციისა და ღირებულებების გათვალისწინებით, რაც ბრენდის დაპირებების შესრულების გარანტიაა.
- ბრენდის მფლობელები იღებენ საბაზრო წილის, ინვესტორთა მხარდაჭერისა და კომპანიის ღირებულებების ზრდის სარგებელს.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი