რეზიუმეს ფორმატის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია ორსვეტიანი ფორმატი, სადაც მარცხენა სვეტი უფრო ვიწროა, ვიდრე მარჯვენა და, როგორც წესი, თარიღებსა და სახელებს ეთმობა (მსგავსი ფორმატის მაგალითებს ამ თავში მოგვიანებით შეხვდებით). ორსვეტიანი ფორმატის უპირატესობა ისაა, რომ წასაკითხად და გასარკვევად ადვილია და მკითხველის მოწონებას იმსახურებს რეზიუმეში შრიფტის სტანდარტული ზომა 10-დან 14-მდეა. გარდა შრიფტის ტიპისა და ზომისა, ხაზებს შორის დაშორებები არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ რამდენად მოწესრიგებულად გამოიყურება თქვენი რეზიუმე. ჰედინგის ცენტრში განთავსება ყველაზე გავრცელებულია, თუმცა, შეგიძლიათ რეზიუმეს მარცხენა ზედა კუთხეშიც განათავსოთ იგი.ჩამონათვალი რეზიუმეში საკმაოდ გავრცელებულია, რადგან მისი აღქმა უფრო ადვილია, ვიდრე წინადადებების. დროის სიმცირის გამო, ბევრ ადამიანს ურჩევნია ჩამონათვალს გადახედოს, ვიდრე წინადადებები იკითხოს.
სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი